2025 წლის 5 მარტს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.
სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის - თემურ ქოჩიაშვილის, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის
თავმჯდომარის - ბადრი ბუცხრიკიძის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - შალვა ჭანკვეტაძის და
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბიძინა ბუცხრიკიძის მიერ წარმოდგენილ საკითხებს.
აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის,ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის, იურიდიულ საკითხთა კომისიის, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-სა და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.
საკითხების წარმოდგენის შემდგომ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატების შეკითხვებს კომისიის თავმჯდომარეებმა უპასუხეს.
სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილეები - ზვიად ბაზაძე და მირზა ქოჩიაშვილი, მერის წარმომადგენელი საკრებულოსა და დეპუტატის ბიუროში - სოსო ჩაფიჩაძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2025 წლის 05 მარტის მორიგი სხდომის
დღის წესრიგი:
1.
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის
2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2024 წლის 04 დეკემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; (თერჯოლის მუნიციპალიტეტის
მერის N28-282505531 წერილი, 24.02.2025 წ)
/მომხს.თ.ქოჩიაშვილი/
2.
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის
2025 წლის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის შესახებ“ ინფორმაცია;
(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-282504868 წერილი, 17.02.2025 წ)
/მომხს.თ.ქოჩიაშვილი/
3.
2025 წელს თერჯოლის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ნუსხის დამტკიცების
შესახებ; (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის
N28-28250621 წერილი, 03.03.2025 წ)
/მომხს: ბ.ბუცხრიკიძე/
4.
თერჯოლის
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და
პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-282505971 წერილი, 28.02.2025 წ)
/მომხს: ბ.ბუცხრიკიძე/
5.
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული
აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის 2025 წლის პროგრამის დამტკიცების
შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 15 იანვრის N გ-29-292501512
განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-282505747 წერილი, 26.02.2025 წ)
/მომხს.შ.ჭანკვეტაძე/
6.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-28250574 წერილი, 26.02.2025 წ)
/მომხს.შ.ჭანკვეტაძე/
7.
თერჯოლის
მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის მე-9 ქუჩისათვის გივი სახელაშვილის სახელის მინიჭების
მიზანშეწონილობის შესახებ;
/მომხს: ბ.ბუცხრიკიძე/