• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა

2025 წლის 15 იანვარს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.

 

სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის - თემურ ქოჩიაშვილის,  იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბიძინა ბუცხრიკიძისა და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - შალვა ჭანკვეტაძის მიერ წარმოდგენილი საკითხები.

 

აღსანიშნავია, რომ სხდომაზე მხარდაჭერილ იქნა 19 სოციალური პროგრამა, რომლებიც თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესაბას ისახავს მიზნად.

 

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს დღის წესრიგით წარმოდგენილ 21 საკითხს.

 

ღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, იურიდიულ საკითხთა კომისიის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-სა და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.

 

საკითხების წარმოდგენის შემდგომ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატების შეკითხვებს კომისიის თავმჯდომარეებმა უპასუხეს.

 

სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილეები - ზვიად ბაზაძე და მირზა ქოჩიაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



  

 

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2025   წლის  15  იანვრის   მორიგი  სხდომის

 

დღის წესრიგი:

 

 

1.    ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 04 დეკემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-282500965 წერილი, 09.01.2025 წ)

/მომხს.თ.ქოჩიაშვილი/

 

2.     თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერისა და გაძლიერების 2025   წლის  პროგრამის დამტკიცების შესახებ;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-282500965 წერილი, 13.01.2025 წ)

 

მომხს.შ.ჭანკვეტაძე/

 

3.    თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა  რეაბილიტაცია/აბილიტაციის  2025 წლის როგრამის დამტკიცების შესახებ; (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-282501388 წერილი, 13.01.2025 წ)

 

/მომხს.შ.ჭანკვეტაძე/

4.    თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერის 2025 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-2825013106 წერილი, 13.01.2025 წ)

 

მომხს.შ.ჭანკვეტაძე/

 

5.    თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირველი ჯგუფის უსინათლოთა სოციალური მხარდაჭერის 2025 წლის  პროგრამის  დამტკიცების შესახებ;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-2825013106 წერილი, 13.01.2025 წ)

 

მომხს.შ.ჭანკვეტაძე/

 

6.    თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უკიდურეს გაჭივრებაში მყოფი ბენეფიციარების სოციალური მხარდაჭერის 2025  წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-2825013106 წერილი, 13.01.2025 წ)

 

მომხს.შ.ჭანკვეტაძე/

 

7.    თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  ეპილეფსიით ან  პარკინსონით დავადებულ ბენეფიიართა სოციალური მხარდაჭერის 2025 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-2825013106 წერილი, 13.01.2025 წ)

 

მომხს.შ.ჭანკვეტაძე/

 

8.    თერჯოლის  მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებული  დიალიზის  სახელმწიფო  პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარების სოციალური 2025 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-2825013106 წერილი, 13.01.2025 წ)

 

მომხს.შ.ჭანკვეტაძე/

 

9.    თერჯოლის  მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებული  18 წლმდე  შშმ პირთა სარეაბილიტაციო მომსახურეობის თანადაფინანსების   2025 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-2825013106 წერილი, 13.01.2025 წ)

 

მომხს.შ.ჭანკვეტაძე/

 

10. თერჯოლის  მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებულ  18 წლამდე  დიაბეტით   დავადებულთა ოჯახების ფინანსური მხარდაჭერის 2025 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-2825013106 წერილი, 13.01.2025 წ)

 

მომხს.შ.ჭანკვეტაძე/

11. თერჯოლის  მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებულ  ახალშობილთა  ოჯახების  ფინანსური მხარდაჭერის 2025  წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-2825013106 წერილი, 13.01.2025 წ)

მომხს.შ.ჭანკვეტაძე/

 

12. თერჯოლის მუნიციპალიტეტში  რეგისტრიებულ სახლდაზიანებული ოჯახების 2025 წლის დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-2825013106 წერილი, 13.01.2025 წ)

 

მომხს.შ.ჭანკვეტაძე/

 

13. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უკიდურესად გაჭირვებული და მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების საკვები პროდუქტებით მხარდაჭერის 2025  წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-2825013106 წერილი, 13.01.2025 წ)

 

მომხს.შ.ჭანკვეტაძე/

 

14. თერჯოლის მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებული  მოქალაქეების  სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების 2025 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ; (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-2825013106 წერილი, 13.01.2025 წ)

 

მომხს.შ.ჭანკვეტაძე/

 

15. უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის, ქირით უზრუნველყოფის 2025 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-2825013106 წერილი, 13.01.2025 წ)

 

მომხს.შ.ჭანკვეტაძე/

 

 

16. თერჯოლის  მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებულ  მარტოხელა მშობლის სოციალური  მხარდაჭერის 2025 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-2825013106 წერილი, 13.01.2025 წ)

მომხს.შ.ჭანკვეტაძე/

 

17. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურეობის  2025  წლის პროგრამის ამტკიცების შესახებ;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-2825013106 წერილი, 13.01.2025 წ)

 

მომხს.შ.ჭანკვეტაძე/

 

18. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის  ომში დაღუპულთა ოჯახების ფინანსური მხარდაჭერის  2025  წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-2825013106 წერილი, 13.01.2025 წ)

 

მომხს.შ.ჭანკვეტაძე/

 

19. თერჯოლის  მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებულ  ფენილკეტონურიით და ცელიაკიით   დავადებულთა ოჯახების ფინანსური მხარდაჭერის 2025 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ;შესახებ;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-2825013106 წერილი, 13.01.2025 წ)

 

მომხს.შ.ჭანკვეტაძე/

 

20. სადღესასწაულო დღეების მხარდაჭერის  2025 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ;შესახებ;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-2825013106 წერილი, 13.01.2025 წ)

 

მომხს.შ.ჭანკვეტაძე/

 

 

21. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა სარგოები, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა  და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 დეკემბრის N 19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

 

მომხს.ბ.ბუცხრიკიძე/


#