2024 წლის 4 დეკემბერს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.
სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის - თემურ ქოჩიაშვილის, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბადრი
ბუცხრიკიძის, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბიძინა ბუცხრიკიძისა და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - შალვა ჭანკვეტაძის მიერ წარმოდგენილ საკითხებს.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს დღის წერიგით წარმოდგენილ
14 საკითხს, მათ შორის, დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი.
აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, იურიდიულ საკითხთა კომისიის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა" და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.
საკითხების წარმოდგენის შემდგომ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატების შეკითხვებს მუნიციპალიტეტის მერმა - მანუჩარ რობაქიძემ, კომისიის თავმჯდომარეებმა და მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა
- ავთანდილ ურიადმყოფელმა უპასუხეს.
სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2024 წლის 04 დეკემბრის
მორიგი სხდომის
დღის წესრიგი:
1. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის, 2025-2028 წლის პრიორიტეტების
დოკუმენტის განხილვის თაობაზე;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის
N28-282433465 წერილი, 29.11.2024 წ)
/მომხს.თ.ქოჩიაშვილი/
/თანამომხს.ა.ურიადმყოფელი/
2. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის
2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუუნიციპალიტეტის საკრებულოს
2023 წლის 13 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; (თერჯოლის მუნიციპალიტეტის
მერის N28-282433818 წერილი, 03.12.2024 წ)
/მომხს.თ.ქოჩიაშვილი/
3. „საქართველოს რეგიონებში
განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებების მოწონებისა
და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ 2021-2025 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული
პროექტების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიცპალიტეტის საკრებულოს
2024 წლის 14 ივნისის N გ-29. 2924166001 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;(თერჯოლის
მუნიციპალიტეტის მერის N28-282433749 წერილი,
02.12.2024 წ);
მომხს.ბ.ბუცხრიკიძე/
4. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული (საკუთრებაში
არსებული) უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ს.კ.33.09.42.992 სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული
სააგენტოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ; (თერჯოლის მუნიციპალიტეტის
მერის N28-28243377 წერილი, 02.12.2024 წ);
მომხს.ბ.ბუცხრიკიძე/
5. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დიალიზის
სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარების
სოციალური მხარდაჭერის 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 10 იანვრის
N 29.29240109 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; (თერჯოლის მუნიციპალიტეტის
მერის N28-28243378 წერილი, 02.12.2024 წ);
/მომხს.შ.ჭანკვეტაძე/
6. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირველი
ჯგუფის უსინათლოთა სოციალური მხარდაჭერის
2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 10 იანვრის
N 29.292401011 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის
მერის N28-28243378 წერილი, 02.12.2024 წ);
/მომხს.შ.ჭანკვეტაძე/
7. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების
2024 წლის პროგრამის
დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2024 წლის 10 იანვრის N 29.292401015 განკარგულებაში ცვლილების შეტანის
თაობაზე;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-28243378 წერილი, 02.12.2024 წ);
/მომხს.შ.ჭანკვეტაძე/
8. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი
ფინანსური მხარდაჭერის 2024 წლის პროგრამის
დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2024 წლის 10 იანვრის N 29.292401016 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის
მერის N28-28243378 წერილი, 02.12.2024 წ);
/მომხს.შ.ჭანკვეტაძე/
9. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალშობილთა ოჯახების ფინანსური მხარდაჭერის 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 10 იანვრის
N 29.292401014 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის
მერის N28-28243378 წერილი, 02.12.2024 წ);
/მომხს.შ.ჭანკვეტაძე/
10. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე
შშმ პირთა სარეაბილიტაციო მომსახურეობის დაფინანსების 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 10 იანვრის
N 29.29240105 განკარგულებაში ცვლილების
შეტანის თაობაზე;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-28243378 წერილი, 02.12.2024 წ);
/მომხს.შ.ჭანკვეტაძე/
11. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერისა და გაძლიერების 2024 წლის
პროგრამის დამტკიცების შესახებ” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 10 იანვრის
Nგ-29.29240103 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის
მერის N28-282433853 წერილი, 03.12.2024 წ);
/მომხს.შ.ჭანკვეტაძე/
12. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 14 დეკემბრის
N24 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი კონკურსის პირობების
და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვის თაობაზე; (თერჯოლის მუნიციპალიტეტის
მერის N28-282433444 წერილი, 29.11.2024 წ);
მომხს.ბ.ბუცხრიკიძე/
13. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თანამდებობის პირთა სარგოები, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების,
თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 დეკემბრის N 19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის
თაობაზე;
მომხს.ბ.ბუცხრიკიძე/
14. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის
პირთა სარგოები, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების
ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის
დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის
N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-2824337105
წერილი, 02.12.2024 წ);
მომხს.ბ.ბუცხრიკიძე/