• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა


2024 წლის 6 ნოემბერს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.

 

დღევანდელ სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს საფინანსო-დაბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის - თემურ ქოჩიაშვილის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - შალვა ჭანკვეტაძისა და ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარისბადრი ბუცხრიკიძის მიერ წარმოდგენილ საკითხებს:

 

1.         თერჯოლის  მუნიციპალიტეტის  2024  წლის  ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ  ,, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 13 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-28243044 წერილი, 30.10.2024 )

 

/მომხს..ქოჩიაშვილი/

 

2.         თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2024  წლის ბიუჯეტის I-II-III კვარტლის შესრულების შესახებ;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-282428563 წერილი, 11.10.2024 )

 

/მომხს..ქოჩიაშვილი/

 

3.         თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის შესახებ ინფორმაცია;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-282430242 წერილი, 28.10.2024 )

/მომხს..ქოჩიაშვილი/

 

4.         მდგრადი განვითარების მიზნების თერჯოლის მუნიციპალური დოკუმენტის დამტკიცების შესახებ;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-282430526 წერილი, 31.10.2024 )

/მომხს..ქოჩიაშვილი/

/თანამომხს..ურიადმყოფელი/

 

5.         ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  ახალშობილთა ოჯახების  ფინანსური მხარდაჭერის 2024 წლის  პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 10 იანვრის  N 29.292401014 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-282430525 წერილი, 31.10.2024 )

/მომხს..ჭანკვეტაძე/

 

6.         ,,უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის, ქირით უზრუნველყოფის 2024 წლის  პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 10 იანვრის  N 29.29240104  განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-282430525 წერილი, 31.10.2024 )

/მომხს..ჭანკვეტაძე/

 

7.         ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერის 2024 წლის  პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 10 იანვრის  N 29.292401016 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-282430525 წერილი, 31.10.2024 )

/მომხს..ჭანკვეტაძე/

 

8.         ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე შშმ პირთა სარეაბილიტაციო მომსახურეობის დაფინანსების 2024 წლის  პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 10 იანვრის  N 29.29240105   განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-282430525 წერილი, 31.10.2024 )

/მომხს..ჭანკვეტაძე/

 

9.         ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  სახლდაზიანებული მოქალაქეების 2024 წლის  დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 10 იანვრის  N 29.29240106  განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-282430525 წერილი, 31.10.2024 )

/მომხს..ჭანკვეტაძე/

 

10.       ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ფენილკეტონურიით და 18 წლამდე დიაბეტით დავადებულთა  ოჯახების ფინანსური მხარდაჭერის 2024  წლის  პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 10 იანვრის  N 29.29240108 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-282430525 წერილი, 31.10.2024 )

/მომხს..ჭანკვეტაძე/

 

11.       ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  მარტოხელა მშობლის სოციალური დახმარების 2024 წლის  პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 10 იანვრის  N 29.29240107  განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-282430525 წერილი, 31.10.2024 )

/მომხს..ჭანკვეტაძე/

 

12.       თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ (უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, 2026 წლის 1 იანვრამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ - სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოს გადასცეს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შემდეგი ქონება: . თერჯოლა, კოსტავას (ყოფილი გიორგაძის) . N2 -ში განთავსებულ შენობაში არსებული ფართი 137,438 2 (7 ოთახი), წარმოდგენილი შიდა აზომვითი ნახაზის შესაბამისად.)(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N28-282430943 წერილი, 04.11.2024 )

/მომხს..ბუცხრიკიძე/

 

აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, ფრაქციაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა" და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.

 

საკითხების წარმოდგენის შემდგომ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატების შეკითხვებს კომისიის თავმჯდომარეებმა უპასუხეს.

 

დღევანდელ სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილეები - ზვიად ბაზაძე და მირზა ქოჩიაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



#