2024 წლის 7 აგვისტოს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.
სხდომის დაწყებამდე, საკრებულოს წევრებმა და დამსწრე
საზოგადოებამ, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2008 წლის 8 აგვისტოს, ომში დაღუპულ გმირთა
ხსოვნას.
დღევანდელ სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის - თემურ ქოჩიაშვილის,
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბიძინა ბუცხრიკიძისა და ჯანდაცვისა და სოციალურ
საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - შალვა ჭანკვეტაძის
მიერ წარმოდგენილ საკითხებს.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს შეღავათის დაწერებას წყლის
ტარიფის განსაზღვრისას კონკრეტული კატეგორიის მომხმარებლებისათვის. კერძოდ, განსაზღვრული
ოდენობის წყალი უფასოდ მიეწოდებათ: I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირბეს, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებს,
მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული საქართველოს მოქალაქეებსა და მათ ოჯახებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთის
გამართულ საომარ მოქმედებებში და ბრძოლებში დაღუპული მეომართა ოჯახის წევრებსა და ოჯახებს, ღვაწლმოსილი პედაგოგებს, რომელთა პედაგოგიური
საქმიანობა აღემატება 20 წელს. ასევე, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებები,
საოჯახო სასტუმროს მფლობელი მომხმარებლები მოხმარებული წყლის საფასურის 50% -იანი შეღავათით
ისარგებლებენ. აღსანიშნავია, რომ შეღავათი ამავდროულად შეეხება ნებისმიერ პირს, საქართველოს
კანონმდებლობითა და მთავრობის გადაწყვეტილებით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.
გათვალისწინებულ, ლიმიტირებულ ზღვარს ზემოთ გახარჯული წყლის მოცულობის და საფასურის
გაანაგარიშება-დარიცხვას, ახდენს ა(ა)იპ ,,თერჯოლის
დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური სამსახური“ სტანდარტული/არსებული წესით;
დეპუტატების მიერ მხარდაჭერილია, თერჯოლის მუნიციპალიტეტში
რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლაინობისათვის ომში დაღუპულთა ოჯახების ფინანსური
მხარდაჭერის 2024 წლის პროგრამა, რომელიც ერთჯერადი ფინანსური დახმარების გარდა, სხვადასხვა
სახის სოციალურ მხარდაჭერასაც ითვალისწინებს ბენეფიციარებისათვის.
აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, იურიდიულ საკითხთა კომისიის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა" და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.
საკითხების წარმოდგენის შემდგომ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
დეპუტატების შეკითხვებს მუნიციპალიტეტის მერმა - მანუჩარ
რობაქიძემ, კომისიის თავმჯდომარეებმა და ა(ა)იპ თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის
მუნიციპალური სამსახურის იურისტმა - იმედა რობაქიძემ უპასუხეს.
საკრებულოს წევრებმა მადლობა გადაუხადეს მუნიციპალიტეტის
მერს - მანუჩარ რობაქიძეს ინიციატივისათვის, რომლის თანახმადაც, 2008 წლის 8 აგვისტოს,
ომში დაღუპულთა ოჯახებისათვის გადასაცემად განსაზღვრული თანხა გაორმაგდა.
დღევანდელ სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე, მერის პირველი მოადგილე - ზვიად ბაზაძე, ა(ა)იპ თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვანელი - ტარიელ ფანჩულიძე, ამავე სამსახურის იურისტი - იმედა რობაქიძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თერჯოლის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 07 აგვისტოს მორიგი სხდომის
დღის
წესრიგი:
1. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის შესახებ“ ინფორმაცია;
/მომხს. თ.ქოჩიაშვილი/
2. ინფორმაცია ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2024 წლის პროგრამული ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების შესახებ;
/მომხს. თ.ქოჩიაშვილი/
3. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების, მისი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის N 10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხს.ბ.ბუცხრიკიძე/
4. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტექნიკური წყლის მიწოდების საფასურის (ტარიფის) დადგენის, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების წყალმომარაგების (ტექნიკური წყალით მომარაგების) რეგულირების წესის, ტექნიკური წყლის მიწოდების ხელშეკრულების ტიპიური ფორმის, ტექნიკური წყალის მომარაგების ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის და აღრიცხვის კვანძის დალუქვისა და მოხსნის აქტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 სექტემბრის №გ-29.29222505 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხს.ბ.ბუცხრიკიძე/
5. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა ოჯახების ფინანსური მხარდაჭერის 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ;
/მომხს.შ.ჭანკვეტაძე/
6. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული
მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერის 2024 წლის
პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 10 იანვრის
N 29.292401016 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხს.შ.ჭანკვეტაძე/