2024 წლის 3 ივლისს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.
სხდომის დაწყებამდე, თავმჯდომარემ - გიორგი ბარათაშვილმა,
დეპუტატებს და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსეული ასპარეზობა
მიულოცა ევროპის ჩემპიონატზე და სამომავლოდ წარმატება უსურვა ფეხბურთელებს.
დღევანდელ სხდომაზე, დღის
წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის - თემურ ქოჩიაშვილისა და
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბიძინა ბუცხრიკიძის მიერ წარმოდგენილ საკითხებს:
1. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 13 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ;
მომხსენებელი: თემურ
ქოჩიაშვილი
2. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების, მისი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
მომხსენებელი: ბიძინა ბუცხრიკიძე
აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, იურიდიულ საკითხთა კომისიის, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა" და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.
საკითხების წარმოდგენის შემდგომ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
დეპუტატების შეკითხვებს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ - თემურ ქოჩიაშვილმა და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ - ბიძინა ბუცხრიკიძემ უპასუხეს.
დღევანდელ სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე - ზვიად ბაზაძე, მერის წარმომადგენელი საკრებულოში - სოსო ჩაფიჩაძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღის
წესრიგი:
1.,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის
2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2023 წლის 13 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
2.,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების, მისი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი
ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის
2 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.