• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა

2024 წლის 5 ივნისს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.

 

დღევანდელ სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის - თემურ ქოჩიაშვილის  მიერ წარმოდგენილ საკითხებს:

 

,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“  თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 13 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის შესახებ ინფორმაცია;

 

აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ფრაქციაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა" და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.

 

საკითხის წარმოდგენის შემდგომ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.  დეპუტატების შეკითხვებს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ - თემურ ქოჩიაშვილმა უპასუხა.

 

დღევანდელ სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე, მერის პირველი მოადგილე - ზვიად ბაზაძე, მერის წარმომადგენელი საკრებულოში - სოსო ჩაფიჩაძე  და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


 

დღის წესრიგის შესაბამისად, განხილული და მხარდაჭერილი საკითხები:

 

1.      ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“  თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 13 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

 

 

2.      თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის შესახებ ინფორმაცია;

#