2024 წლის 1-ელ მაისს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.
დღევანდელ სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის - თემურ ქოჩიაშვილის
მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2024 წლის პროგრამული ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ.
აღნიშნულ საკითხზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა" და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.
საკითხის წარმოდგენის შემდგომ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მუნიციპალიტეტის მერმა - მანუჩარ რობაქიძემ დეპუტატებს და დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო პირველი ტრანშით გამოცხადებული 21 ტენდერის შესახებ ინფორმაცია და აღნიშნა, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტი საკასო შესრულებით მოწინავე ადგილზეა.
სოფელ ძევრში, წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, სრულდება მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის შენობის რეაბილიტაცია, დაიწყო მუსიკალური სკოლის რეაბილიტაციაც (აღნიშნული პროექტი გარდამავალია და ჯამური ღირებულება - 985 000 ლარს შეადგენს). ამასთანავე, 17 სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა. მიმდინარეობს ზედა სიმონეთში გზის რეაბილიტაცია, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება.
დღევანდელ სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი საკრებულოში - სოსო ჩაფიჩაძე
და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.