• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა

2024 წლის 3 აპრილს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.

 

დღევანდელ სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს ორ საკითხსსაკითხები საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის - თემურ ქოჩიაშვილის  მიერ იქნა წარმოდგენილი.

 

აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ფრაქციაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა" და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.

 

საკითხების წარმოდგენის შემდგომ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საკრებულოს უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლების  შეკითხვებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ბარათაშვილმა და მუნიციპალიტეტის მერმა - მანუჩარ რობაქიძემ უპასუხეს.

 

დღევანდელ სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - ზვიად ბაზაძე და მირზა ქოჩიაშვილი, მერის წარმომადგენელი საკრებულოში - სოსო ჩაფიჩაძე  და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



დღის წესრიგით განხილული და მხარდაჭერილი საკითხები:


 

1.      ინფორმაცია თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2023 წლის პროგრამული ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ    

 


 

 

         2.  თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის შესახებ ინფორმაცია 

 


 


#