2024 წლის 07 თებერვალს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში
მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.
სხდომის დაწყებისას, საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი
ბარათაშვილმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ
ნერგეეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი
გამოუცხადა. საკრებულოს წევრებმა და დამსწრე საზოგადოებამ, წუთიერი დუმილით, პატივი
მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.
დღევანდელ სხდომაზე, დღის წესრიგის
შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს ორ საკითხს. საფინანსო-საბიუჯეტო
კომისიის თავმჯდომარის - თემურ ქოჩიაშვილის მიერ წარმოდგენილ იქნა ერთი საკითხი. ასევე,
ეკონომიკისა და ქონების მართვის
საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბადრი ბუცხრიკიძის მიერ წარმოდგენილ იქნა ერთი საკითხი.
აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე,
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა"
და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.
საკითხების წარმოდგენის შემდგომ სხდომა
კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საკრებულოს უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების
შეკითხვებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა - მანუჩარ რობაქიძემ და საკრებულოს კომისიის
თავმჯდომარეებმა უპასუხეს.
მორიგ სხდომაზე განიხილეს იმერეთში მომხდარი სტიქია. მუნიციპალიტეტის მერის განხცადებით, თერჯოლაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო. აქტიურ რეჟიმში მუშაობს და ადგილზე იმყოფებოდნენ პირადად მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს მაჟრიტარი დეპუტატები, მერის მოადგილეები, მერიის შესაბამისი სამსახურების სამუშაო ჯგუფებთან ერთად.
06 თებერვლის სტიქიის შედეგად, თერჯოლის მუნიციპალიტეტში
64 სახლი დაზიანდა, წაიქცა ხეები, დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ელექტრო გადამცემი და გაზმომარაგების ქსელი. სოფლებში დაზიანებულ ელექტრო
გადამცემ ხაზებზე და გაზმომარაგების ქსელზე ამ დრომდე მიმდინარეობს აღდგენითი
სამუშაოები. უმეტეს ნაწილს ელექტრო
ენერგია და ბუნებრივი აირი უკვე მიეწოდება.
დღევანდელ სხდომას მერიის შესაბამისი
სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკრებულოს სხდომაზე განხილული და მხარდაჭერილი, დღის წესრიგით გათვალისწინებული, 2 საკითხი:
1.
,,თერჯოლის
მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს 2023 წლის 13 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2.
თერჯოლის
მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ (ქ. თერჯოლაში, რუსთაველის ქუჩა
N117-ში მდებარე (ს/კ N33.09.45.985) შენობის პირველ სართულზე არსებული, მუნიციპალიტეტის
ბალანსზე რიცხული 67.00 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი სარგებლობის უფლებით, ქირავნობის ფორმით პირდაპირი
განკარგვის წესით, 1 (ერთი) წლის ვადით გადასცეს შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების
კომპანია“-ს (ს/კ 412670097).