2024 წლის 10 იანვარს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის
საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ბარათაშვილი
ხელმძღვანელობდა.
საკრებულოს წევრებმა, დღის წესრიგის შესაბამისად,
განიხილეს და მხარი დაუჭირეს 21 საკითხს. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის
- თემურ ქოჩიაშვილის მიერ წარმოდგენილ იქნა 2 საკითხი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ
საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - შალვა ჭანკვეტაძის მიერ წარმოდგენილ იქნა 15 საკითხი,
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბიძინა ბუცხრიკიძის მიერ წარმოდგენილ იქნა
2 საკითხი, ხოლო ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბადრი
ბუცხრიკიძის მიერ წარმოდგენილ იქნა 2 საკითხი.
აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე,
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის,
იურიდიულ საკითხთა კომისიის, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა"
და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.
საკითხების წარმოდგენის შემდგომ სხდომა
კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საკრებულოს უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების
შეკითხვებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა - მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს კომისიის
თავმჯდომარეებმა და მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა - ავთანდილ
ურიადმყოფელმა და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელმა - დიანა ფოცხვერაშვილმა
უპასუხეს.
სხდომის დასასრულს, თავმჯდომარე - გიორგი
ბარათაშვილმა, საკრებულოს წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას მერის პირველი მოადგილე
- ზვიად ბაზაძე წარუდგინა და მას წარმატებული საქმიანობა უსურვა.
დღევანდელ სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკრებულოს
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 21 საკითხი:
1. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 13 დეკემბრის N 30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
2. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ინფორმაციის ასახვის შესახებ
3. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერის 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
4. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
5. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ახალშობილთა ოჯახების ფინანსური მხარდაჭერის 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
6. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უკიდურესად გაჭირვებული და მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების საკვები პროდუქტებით მხარდაჭერის 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
7. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უკიდურეს გაჭივრებაში მყოფი ბენეფიციარების სოციალური მხარდაჭერის 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
8. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირველი ჯგუფის უსინათლოთა სოციალური მხარდაჭერის 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
9. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეპილეფსიით ან პარკინსონით დავადებულ ბენეფიციართა სოციალური მხარდაჭერის 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
10. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარების სოციალური მხარდაჭერის 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
11. უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის, ქირით უზრუნველყოფის 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
12. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ფენილკეტონურიით და 18 წლამდე დიაბეტით დავადებულთა ოჯახების ფინანსური მხარდაჭერის 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
13. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახლდაზიანებული ოჯახების 2024 წლის დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
14. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარტოხელა მშობლის სოციალური მხარდაჭერის 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
15. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლმდე შშმ პირთა სარეაბილიტაციო მომსახურეობის თანადაფინანსების 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
16. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურების 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
17. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერისა და გაძლიერების 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
18. ,,წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
19. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
20. თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახებისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე მერქნის ნატურით - უსასყიდლოდ გადაცემის 2024 - 2025 წლების პროგრამის დამტკიცების შესახებ
21. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ