• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.

🔷დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 15 საკითხის შესახებ იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს: ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 20 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანას.

🔷️ ამასთან, მხარდაჭერილია თერჯოლის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის ცამეტ განკარგულებაში ცვლილებების შეტანა.

🔷️ ასევე მოისმინეს ა(ი)პ თერჯოლის სახელოვნებო განათლების, კულტურისა და ტურიზმის მუნიციპალური ცენტრის მიერ 2023 წლის გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ ინფორმაცია.

 

აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა" და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.

დღევანდელ სხდომას მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

#