თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში
მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს
თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით გოგბერაშვილი ხელმძღვანელობდა.
🔷️ დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 12 საკითხის შესახებ იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების
შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 20 დეკემბრის N 27 დადგენილებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე.
🔷️ ასევე მოისმინეს ინფორმაცია თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის
გასული თვეების შესრულების შესახებ.
🔷️ ამასთან, მხარდაჭერილია:
✅ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა
თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო
ნუსხის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის
№14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
✅ ,,უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის, ქირით
უზრუნველყოფის 2023 წლის  პროგრამის დამტკიცების
შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 იანვრის  № 29.292301114  განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
✅ ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ფენილკეტონურიით და 18 წლამდე
დიაბეტით დაავადებულთა  ოჯახების ფინანსური
დახმარების 2023 წლის  პროგრამის დამტკიცების
შესახებ’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 იანვრის  № 29.29230115 განკარგულებაში ცვლილების შეტანის
თაობაზე.
✅ ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დიალიზის სახელმწიფო პროგრამას  დაქვემდებარებული ბენეფიციარების სოციალური დახმარების
2023 წლის  პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 იანვრის 
№29.29230116 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
✅ ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების
2023 წლის  პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 იანვრის 
№ 29.29230112 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზ.
✅ ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  სახლდაზიანებული მოქალაქეების 2023 წლის  დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 იანვრის 
№29.292301113 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 
✅ ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  უკიდურესად გაჭივრებული და მძიმე სოციალურ პირობებში
მყოფი ოჯახების საკვები  პროდუქტებით  მხარდაჭერის 2023 წლის  პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს 2023 წლის 11 იანვრის  №
29.29230118 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
✅ ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი
ფინანსური მხარდაჭერის 2023 წლის  პროგრამის
დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 იანვრის  № 29.2923011001 განკარგულებაში ცვლილების შეტანის
თაობაზე.
🔷️ აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო  კომისიის, იურიდიულ საკითხთა კომისიის, ჯანმრთელობის დაცვის
და სოციალურ საკითხთა  კომისიის, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა" და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.
დღევანდელ
სხდომას მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე და მერიის შესაბამისი სამსახურების
წარმომადგენლები ესწრებოდნენ.