• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, დავით გოგბერაშვილი ხელმძღვანელობდა.

🔷დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი  საკითხების შესახებ იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 20 დეკემბრის N 27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების 2023 წლის  პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 იანვრის  N 29.29230112 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ ( ქ. თერჯოლა, რუსთაველის ქ. N109 -ში მდებარე მერიის შენობაში (ს.კ. 33.09.45.949) არსებული 40 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქირავნობის ფორმით, სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით 2 (ორი) წლის ვადით გადაცემის შესახებ).

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში მდებარე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 6836 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან (ს.კ.33.10.38.431) 103 კვ.მ. ფართობი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქირავნობის ფორმით, სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით 2 წლის ვადით გადაცემის შესახებ).

 

🔷 აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო  კომისიის, იურიდიულ საკითხთა კომისიის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა  კომისიის, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, ფრაქციაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა" და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.

დღევანდელ სხდომას მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

#