თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში
მორიგი
სხდომა
გაიმართა,
რომელსაც
საკრებულოს
თავმჯდომარის
მოვალეობის
შემსრულებელი,
დავით
გოგბერაშვილი
ხელმძღვანელობდა.
🔷️ დეპუტატებმა დღის წესრიგით
წარმოდგენილი 7 საკითხის შესახებ
იმსჯელეს და
მხარი დაუჭირეს.
✅
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი
ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 20 დეკემბრის
N 27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
✅
საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“ მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევაზე
ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შინაარსის,
შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების
წესის დამტკიცების შესახებ.
✅
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების
შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის № 8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
✅
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურილი ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების
შესახებ „ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
✅
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-ეკონომიკისა და
ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის N 10 დადგენილებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე.
✅
,,წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი
სკოლის მოსწავლეების , წარმატებული ახალგაზრდის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში
“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2018 წლის 7 ნოემბრის N44 დადგენილებაში
ცვლილების შეტანის შესახებ.
🔷️
გარდა ამისა, მოისმინეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის
2023 წლის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის შესახებ ინფორმაცია.
🔷️ აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს
სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, იურიდიულ საკითხთა
კომისიის, ფრაქცია
„ქართული ოცნება
- დემოკრატიული საქართველოსა"
და ბიუროს
სხდომებზე იმსჯელეს.
დღევანდელ სხდომას მუნიციპალიტეტის
მერი, მანუჩარ რობაქიძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.