თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე,
დავით
გოგბერაშვილი
ხელმძღვანელობდა.
🔷️ დეპუტატებმა
წუთიერი
დუმილით პატივი მიაგეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ფრაქცია ,,ქართული
ოცნება-დემოკრატიული საქართველო-ს’’ თავმჯდომარის მოადგილის ამირან ვერულაშვილის ხსოვნას.
🔷️ დღის წესრიგით
წარმოდგენილი
5 საკითხის
შესახებ
იმსჯელეს
და
მხარი
დაუჭირეს
.თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ ( შპს „მზეკაბანი
2007“-სთვის მიქირავებული არასაცხოვრებელი ფართის ქირის თანხის რაოდენობა განისაზღვროს
1 მ². 7 (შვიდი) ლარის ოდენობით).
🔷️გარდა ამისა,
მხარდაჭერილია საკრებულოს გამოკლებული წევრის ამირან ვერულაშვილის ადგილმონაცვლის ეკა ბერძენიშვილისათვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ.
🔷️ ასევე მოისმინეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2023 წლის პროგრამული ბიუჯეტის ორი
კვარტლის შესრულების შესახებ ინფორმაცია და ა(ა)იპ თერჯოლის სპორტული სკოლა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი
მუნიციპალური ცენტრის 2022 წლის 1 სქტემბრიდან
დღემდე გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.
🔷️ აღნიშნულ
საკითხებზე
საკრებულოს
სხდომამდე,
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, იურიდიულ საკითხთა კომისიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის, ფრაქცია
„ქართული
ოცნება
- დემოკრატიული
საქართველოსა"
და
ბიუროს
სხდომებზე
იმსჯელეს.
დღევანდელ სხდომას მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.