• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.

 

🔷დეპუტატებმა მუნიციპალიტეტში მოქმედი 14 სოციალური პროგრამა დაამტკიცეს. გარდა ამისა, მხარი დაუჭირეს დღის წესრიგით წარმოდგენილ კიდევ სამ საკითხს:

1. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 20 დეკემბრის N 27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

2. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერის 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ.

3. თერჯოლის მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებული  მოქალაქეების  სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების  2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ.

4. თერჯოლის  მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებულ  ახალშობილთა  ოჯახების  ფინანსური მხარდაჭერის 2023  წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ.

5. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უკიდურესად გაჭირვებული და მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების საკვები პროდუქტებით მხარდაჭერის 2023  წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ.

6. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უკიდურეს გაჭივრებაში მყოფი ბენეფიციარების სოციალური მხარდაჭერის 2023  წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ.

7. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირველი ჯგუფის უსინათლოთა სოციალური   მხარდაჭერის 2023 წლის  პროგრამის    დამტკიცების   შესახებ.

8. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  ეპილეფსიით ან  პარკინსონით დაავადებულ ბენეფიციართა სოციალური მხარდაჭერის 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ.

9. თერჯოლის  მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებული  დიალიზის  სახელმწიფო  პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარების სოციალური დახმარების 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ.

10. უსახლკაროდ დარჩენილი  ოჯახების  დროებითი  საცხოვრებელი ბინის, ქირით უზრუნველყოფის 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ.

11. თერჯოლის  მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებული  ფენილკეტონურიით და 18 წლამდე  დიაბეტით   დავადებულთა ოჯახების ფინანსური მხარდაჭერის 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ.

12. თერჯოლის მუნიციპალიტეტში  რეგისტრიებული სახლდაზიანებული მოქალაქეებიის   2023 წლის დახმარების  პროგრამის დამტკიცების შესახებ.

13. თერჯოლის  მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებულ  მარტოხელა მშობლის სოციალური  მხარდაჭერის 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ.

14. თერჯოლის  მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებული  18 წლმდე  შშმ პირთა სარეაბილიტაციო მომსახურეობის თანადაფინანსების   2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ.

15. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურეობის  2023  წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ.

16. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ.

🔷️ ასევე მოისმინეს ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის შესახებ“ ინფორმაცია.

 

აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“სა და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.

დღევანდელ სხდომას მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

#