• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი მე-20 სხდომა გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.

🔷დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 4 საკითხის შესახებ იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს: თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, 2(ორი) წლის ვადით  ()იპ ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისათვისგადაცემის თაობაზე).

🔷ამასთან, მხარდაჭერილია:

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ.

,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების  რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებმუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის N 14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის .თერჯოლის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი-თერჯოლის მუნიციპალიტეტის . თერჯოლის ტერიტორიაზე  წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის მიღების მიზანს წარმოადგენს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქალაქ თერჯოლის ტერიტორიის იერსახის, სისუფთავის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნა.

აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის, იურიდიულ საკითხთა კომისიის, ფრაქციაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.

დღევანდელ სხდომას მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

#