თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე - შალვა ჭანკვეტაძე ხელმძღვანელობდა.
კომისიის წევრებმა, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს ორი საკითხი.
სხდომას მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი - დიანა ფოცხვერაშვილი ესწრებოდა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 01 აგვისტოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომის
დღის წესრიგი:
1.
,,თერჯოლის
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მძიმე
სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერის 2025 წლის პროგრამის დამტკიცების
შესახებ’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს 2024 წლის 15 იანვრის N
29.29250159 განკარგულებაში ცვლილების შეტანის
თაობაზე;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის
მერის N28-282521122 წერილი, 30.07.2025 წ)
/მომხს.შ.ჭანკვეტაძე/
2.
,,თერჯოლის
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახლდაზიანებული
მოქალაქეების 2025
წლის დახმარების
პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2025 წლის 15 იანვრის N 29.292501510 განკარგულებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე ;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის
N28-282521122 წერილი, 30.07.2025 წ)
/მომხს.შ.ჭანკვეტაძე/