• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის    სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე - შალვა ჭანკვეტაძე ხელმძღვანელობდა.

 

კომისიის წევრებმა, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს  თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლაინობისათვის ომში დაღუპულთა ოჯახების ფინანსური მხარდაჭერის 2024 წლის პროგრამის დამტკიცება და  ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერის 2024 წლის პროგრამის დასმტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 10 იანვრის №გ29.292401016 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.

 

სხდომას მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი - დიანა ფოცხვერაშვილი ესწრებოდა.


 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის 2024  წლის 6 აგვისტოს სხდომის

დღის წესრიგი

 

1.         თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლაინობისათვის ომში დაღუპულთა ოჯახების ფინანსური მხარდაჭერის 2024 წლის პროგრამის დამტკიცება;

მომხს.: . ჭანკვეტაძე

 

2.         ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერის 2024 წლის პროგრამის დასმტკიცების შესახებთერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 10 იანვრის29.292401016 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;


 მომხს.: . ჭანკვეტაძე

#