• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე - ბიძინა ბუცხრიკიძე ხელმძღვანელობდა.

 

კომისიის წევრებმა, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს სამი  საკითხი.

 

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2026 წლის 17 აპრილის  იურიდიულ საკითხთა კომისიის  სხდომის

 

დღის წესრიგი:

 

1. „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების, მისი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წერილი №GOV 5 26 00008076, 13.03.2026 წ.);

მომხს.: ბ.ბუცხრიკიძე

 

2. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

მომხს.: ბ.ბუცხრიკიძე

 

3. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა სარგოები, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ’’   თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მომხს.: ბ.ბუცხრიკიძე

 

#