• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა


თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე - ბიძინა ბუცხრიკიძე ხელმძღვანელობდა.

 

ომისიის წევრებმა, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს, ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების, მისი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის N 10 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტექნიკური წყლის მიწოდების საფასურის (ტარიფის) დადგენის, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების წყალმომარაგების (ტექნიკური წყალით მომარაგების) რეგულირების წესის, ტექნიკური წყლის მიწოდების ხელშეკრულების ტიპიური ფორმის, ტექნიკური წყალის მომარაგების ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის და აღრიცხვის კვანძის დალუქვისა და მოხსნის აქტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 სექტემბრის №გ-29.29222505 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხები.

 

სხდომას ა(ა)იპ თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვანელი - ტარიელ ფანჩულიძე და ამავე სამსახურის იურისტი - იმედა რობაქიძე ესწრებოდნენ.


თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2024  წლის  06 აგვისტოს   იურიდიულ საკითხთა კომისიის   სხდომის


დღის წესრიგი:



1. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების, მისი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის N 10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;


/მომხს.ბ.ბუცხრიკიძე/


2. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტექნიკური წყლის მიწოდების საფასურის (ტარიფის) დადგენის, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების წყალმომარაგების (ტექნიკური წყალით მომარაგების) რეგულირების წესის, ტექნიკური წყლის მიწოდების ხელშეკრულების ტიპიური ფორმის, ტექნიკური წყალის მომარაგების ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის და აღრიცხვის კვანძის დალუქვისა და მოხსნის აქტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 სექტემბრის №გ-29.29222505 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;(თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის N 28-28242111 წერილი, 29.07.2024 წ);



/მომხს.ბ.ბუცხრიკიძე/




#