თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა
კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე - ბიძინა ბუცხრიკიძე ხელმძღვანელობდა.
კომისიის თავმჯდომარემ, დეპუტატებს და დამსწრე საზოგადოებას
საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსეული ასპარეზობა მიულოცა ევროპის ჩემპიონატზე და
სამომავლოდ წარმატება უსურვა ფეხბურთელებს.
კომისიის წევრებმა, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების, მისი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის N 10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითი.