თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა. ბიუჯეტი წარმოადგინა მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ.
🔷️საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის გაფართოებულ სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის
პრიორიტეტები განიხილეს.
შეხვედრა
აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გარდა ამისა, სამუშაო პროცესი მიმდინარეობს
და გაგრძელდება საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე.
დღევანდელ სხდომას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მირზა ქოჩიაშვილი, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი და ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.