• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე - ბადრი ბუცხრიკიძე ხელმძღვანელობდა.

 

კომისიის წევრებმა, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს ორი საკითხი.

 

სხდომას, მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის / - აკაკი ქურციკიძე ესწრებოდა.

  


თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2026   წლის  2 ივნისის ეკონომიკისა და ქონების მარტვის საკითხთა კომისიის  სხდომის

დღის წესრიგი:

 

1. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 1 აპრილის №გ-29.2926091001 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-2826614986, 29.05.2026 წ);

 

მომხს.ბ.ბუცხრიკიძე

 

 

2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ (თანხმობა მერს, გამოაცხადოს ელექტრონული აუქციონი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სოფელ ქვედა სიმონეთში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2954 კვ.მ. მიწის ნაკვეთის(ს.კ.33.05.36777) სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით 2(ორი) წლის ვადით გასხვისებაზე (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი № 28-282615210, 01.06.2026 წ);

 

                 მომხს.ბ.ბუცხრიკიძე

#