თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ბარათაშვილი უძღვებოდა.
ბიუროს სხდომაზე, დეპუტატებმა საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 7 აგვისტოს, 12 საათზე გაიმართება.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 06 აგვისტოს ბიუროს სხდომის
დღის წესრიგი:
1. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის შესახებ“ ინფორმაცია;
/მომხს. თ.ქოჩიაშვილი/
2. ინფორმაცია ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2024 წლის პროგრამული ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების შესახებ;
/მომხს. თ.ქოჩიაშვილი/
3. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების, მისი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის N 10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხს.ბ.ბუცხრიკიძე/
4. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტექნიკური წყლის მიწოდების საფასურის (ტარიფის) დადგენის, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების წყალმომარაგების (ტექნიკური წყალით მომარაგების) რეგულირების წესის, ტექნიკური წყლის მიწოდების ხელშეკრულების ტიპიური ფორმის, ტექნიკური წყალის მომარაგების ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის და აღრიცხვის კვანძის დალუქვისა და მოხსნის აქტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 სექტემბრის №გ-29.29222505 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხს.ბ.ბუცხრიკიძე/
5. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის
ომში დაღუპულთა ოჯახების ფინანსური მხარდაჭერის 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ;
/მომხს.შ.ჭანკვეტაძე/
6. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული
მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერის 2024 წლის
პროგრამის დამტკიცების შესახებ’’თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 10 იანვრის
N 29.292401016 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხს.შ.ჭანკვეტაძე/