• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2025 წლის 05 ნოემბერს მორიგი სხდომა გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2025 წლის 05 ნოემბერს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცა.

 

ხდომას საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე უძღვებოდა.

 

 

🔷 სხდომაზე, დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს და მხარი დაუჭირეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის - ზურაბი ჩხიკვაძის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ლაშა ლანჩავას და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის - ბიძინა ბუცხრიკიძის მიერ წარმოდგენილ საკითხებს.

 

🔷აღნიშნულ საკითხებზე საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ჯანდაცვისა, სოციალურ საკითხთა კომისიის, იურიდიულ საკითხთა კომისიის, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო-სა და ბიუროს სხდომებზე იმსჯელეს.

 

🔷️ სხდომას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე, მერის პირველი მოადგილე - ზვიად ბაზაძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2025   წლის  5 ნოემბრის  მორიგი  სხდომის

 

დღის წესრიგი:

 

  1. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 4 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის  წერილი № 28-282530261, 29.10.2025 წ.);

 

მომხს.: ზ.ჩხიკვაძე

 

  1. ინფორმაცია თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2025 წლის პროგრამული ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების შესახებ (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის  წერილი № 28-282529463, 21.10.2025 წ.);

 

მომხს.: ზ.ჩხიკვაძე

 

3.     ,,უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის, ქირით უზრუნველყოფის 2025 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 15 იანვრის №გ-29.292501513 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი №28-282530429, 31.10.2025 წ.);

 

მომხს.: ლ.ლანჩავა

 

4.     ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების 2025 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 15 იანვრის №გ-29.29250158 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი №28-282530429, 31.10.2025 წ.).

მომხს.: ლ.ლანჩავა

 

5.       ,,წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული  ინიციატივის დაფინანსების წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. ( თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წერილი №28-282530739,  03.11.2025)

/მომხს: ბ. ბუცხრიკიძე/

 

 

#