• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყო

დღეს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან, დავით გოგბერაშვილთან და ნინო ჩხიკვაძესთან, ასევე ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატთან, ელისო მურადაშვილთან, ალისუბნის მაჟორიტარ დეპუტატთან, ბადრი ბუცხრიკიძესთან და სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელთან, მაია თორთლაძესთან ერთად რამდენიმე ბაღში იმყოფებოდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ბაგა-ბაღების პედაგოგებსა და აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული საქმიანობა უსურვეს.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 900- მდე ბავშვი ირიცხება.
აქვე გაცნობებთ, რომ საგანმანათლებლო მიმართულებით, მიმდინარე წელს ქალაქ თერჯოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი #3 საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდა.განახლებულ სივრცეში სააღმზრდელო პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება.
#