• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ

👩🏻‍⚕️🧑‍⚕️ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და დროული დიაგნოსტიკის მიზნით, ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის ინიციატივითა და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის ორგანიზებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ.

🔷სამედიცინო აქციის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე, მოადგილესთან, მირზა ქოჩიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ჯემალ ისაკაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

🩺🩺აქციის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უფასო გასინჯვები და კონსულტაციები მიეღოთ სხვადასხვა პროფილის ექიმებთან;
🔸ოფთალმოლოგი
🔸კარდიოლოგი(კარდიოგრამა)
🔸ნევროლოგი
🔸თერაპევტ-პულმონოლოგი
🔸ორთოპედ- ტრავმატოლოგი
🔸ექოსკოპია
🔸ქირურგ-პროქტოლოგი

👩🏻‍⚕️🧑‍⚕️სამედიცინო მომსახურებით დღეს, 200-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

✅უფასო სამედიცინო კვლევები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

#