• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გამართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე სოსოს ჩაფიჩაძესთან ერთად, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გამართა.
დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი,სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები განიხილეს.
საუბარი შეეხო ,, სახლდაზიანების“ პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას.
მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში ახალ სახლს 6 ოჯახი მიიღებს.
ხელმძღვანელმა პირებმა მოისმინეს საბჭოს წევრების მოსაზრებები, მზადყოფნა გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობისთვის და თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადეს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის.
სამუშაო შეხვედრას მერის მოადგილეები და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
#