თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი დაჯილდოვა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილოსან პარამკლავჭიდელ გიორგი სვინტრაძეს შეხვდა , გამარჯვება მიულოცა და ფულადი ჯილდო, 6000 ლარი გადასცა.
სოფელ ჭოგნარის მკვიდრი 19 წლის სპორტსმენი, 15-25 აგვისტოს მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობდა,სადაც ორივე მკლავში 70 კგ.წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ, გიორგი სვინტრაძე რამდენიმე თვის წინ, ევროპის ჩემპიონატზე მოგებული მესამე
ადგილისთვისაც დაჯილდოვდა