თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, მიშიკო აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირში გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა- მანუჩარ რობაქიძემ , მიშიკო აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირის გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვა. მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე,სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად, გამარჯვებულებს თასები, მედლები და სიგელები გადასცა და წარმატებები უსურვა.
მიშიკო აბაშიძის ხსოვნის ტურნირს ჭიდაობა- სამბოში, თერჯოლის სპორტის სასახლე 3 დღის მანძილზე მასპინძლობდა, მასში საქართველოს 14 მუნიციპალიტეტის 250 მოჭიდავე მონაწილეობდა.
სხვადასხვა წონით კატეგორიაში თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან გამარჯვება 11-მა სპორტსმენმა მოიპოვა:
პირველი ადგილი- დავით ლომიტაშვილი (49კგ.)
პირველი ადგილი- ლუკა სოფრომაძე (53კგ.)
მეორე ადგილი -ზურაბ ბოჭორიშვილი (46კგ. )
მეორე ადგილი -ზაურ ქასრაშვილი (53კგ.)
მეორე ადგილი- საბა სულამანიძე (59კგ.)
მეორე ადგილი -ლუკა კირკიტაძე (64კგ.)
მეორე ადგილი- დავით ხუჯაძე (79კგ.)
მესამე ადგილი- ლილუაშვილი სერგი (71კგ.)
მესამე ადგილი-თემურ ბუცხრიკიძე( 59კგ.)
მესამე ადგილი- თამაზ ხაჭაპურიძე ( 53 კგ.)
მესამე ადგილი -ამირან ხუჯაძე (53კგ.)
დაჯილდოების ცერემონიაში მერის მოადგილეები: ზვიად ბაზაძე, მირზა ქოჩიაშვილი და მერიის ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელი- შალვა გოგოლაშვილი მონაწილეობდნენ.