თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოხუცებს სასურსათო ნობათი გადასცა.მანუჩარ რობაქიძემ, ბენეფიციარები საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ,მაჟორიტარ დეპუტატებთან და მერიის სოციალური სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა.მიმდინარე კვირაში სააღდგომო ნობათი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მასშტაბით,100-ზე მეტ მარტოხელა მოხუცს გადაეცემა.