• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გამართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ მოადგილესთან, მირზა ქოჩიაშვილთან ერთად სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გამართა.
დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე სოციალური, კულტურული და ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაგეგმილი, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს.
შეხვედრაზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ავთანდილ ურიადმყოფელმა მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით პრიორიტეტები და რეკომენდაციები წარმოადგინა, დეტალურად ისაუბრა ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯვით ნაწილზე.
ხელმძღვანელმა პირებმა საბჭოს წევრებისგან გარკვეული მოსაზრებები მოისმინეს, ასევე დადებითად შეაფასეს სამომავლო თანამშრომლობა და თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადეს.
სამუშაო შეხვედრას მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი, ლაშა ლანჩავა და მერის თანაშემწე, მაკა ასათიანი ესწრებოდნენ.
#