• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ მორიგი სამუშაო თათბირი გამართა

დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი სამუშაო თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე უძღვებოდა.
თათბირს მერის მოადგილე მირზა ქოჩიაშვილი, მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები, ასევე ა(ა)იპ -ების ხელმძღვანელები და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე, მიმდინარე წელს განხორციელებულ, დასასრულებელ და გარდამავალ პროექტებსა და ღონისძიებებზე ისაუბრეს. მუნიციპალიტეტის მერმა განიხილა საკითხები, რომლებიც უახლოეს დროში სწრაფ რეაგირებას მოითხოვს.
სამუშაო შეხვედრაზე, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა, დიანა ფოცხვერაშვილმა სოციალური პროგრამების ეფექტურად განხორციელების შესახებ ისაუბრა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის, მანუჩარ რობაქიძის ინიციატივით, სოციალური მიმართულებით, მიმდინარე წელს საბარბარობო ნობათს 100-მდე ბენეფიციარი მიიღებს, ასევე მოხდება საახალწლოდ სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციართა ოჯახების დახმარება.
როგორც ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, გოდერძი თურქაძემ აღნიშნა, ყველა პროექტი ხარისხისა და ვადების სრული დაცვით მიმდინარეობს.
#აქტიურ ფაზაშია სოფელ ზედა ალისუბნისა და ჩხარის დამაკავშირებელ გზაზე ხიდ-ბოგირის აღდგენითი სამუშაოები.
დასრულებულია სტიქიის შედეგად დაზიანებული 4 სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხოლო დასკვნით ეტაპზეა 1 სახლის მშენებლობა.
მიმდინარე წელს, სტიქიის შედეგად რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. კერძოდ, ჩამოინგრა სახურავი და საყრდენი კედლები. მუნიციპალიტეტის მერის ჩართულობით მოხდა აღნიშნული ოჯახებისთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის გამოყოფა, ხოლო დემონტაჟისა და მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ განხორციელდა მათი აღდგენა.
#