• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ მოადგილესთან, მირზა ქოჩიაშვილთან ერთად სამსახურისა და განყოფილების უფროსებთან, ასევე ა(ა)იპის ხელმძღვანელებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

👤👤მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ, მერიის თითოეული სამსახურის უფროსისგან დეტალურად მიიღო ინფორმაცია მიმდინარე სამუშაო პროცესების შესახებ და მათთან ერთად პრობლემური საკითხების გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

🗣️თათბირზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ავთანდილ ურიადმყოფელმა მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით პრიორიტეტები, შენიშვნები და რეკომენდაციები წარმოადგინა, დეტალურად ისაუბრა ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯვით ნაწილზე.შეხვედრაზე დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ.

👉ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა, დიანა ფოცხვერაშვილმა სოციალური პროგრამების განხორციელების შესახებ შეფასება გააკეთა და მომავალში კიდევ უფრო ეფექტურად წარმართვის შესახებ ისაუბრა.

🗣️🗣️მუნიციპალიტეტის მერმა შეხვედრაზე თითოეულ თანამშრომელს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა, რათა დროულად მოხდეს მოსახლეობის მხრიდან დასმული ყველა საკითხის განხილვა და გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები.

#