თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა მოადგილეებთან ერთად , სამსახურისა და განყოფილების უფროსებთან, ა(ა)იპის ხელმძღვანელებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა მოადგილეებთან ერთად , სამსახურისა და განყოფილების უფროსებთან, ა(ა)იპის ხელმძღვანელებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა .
თათბირზე მუნიციპალიტეტის მერმა წარმომადგენლებისგან სოფლებში, ამ დროისთვის არსებული საჭიროებების შესახებ მოისმინა ინფორმაცია, თანამშრომლებს შესაბამისი რეკომენდაციები მისცა და მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა, რათა მოხდეს პრობლემებზე დროული რეაგირება და გადაჭრა.
სამუშო შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა;
დაიწყო ქალაქ თერჯოლაში, პუშკინის ქუჩის გზის ბეტონის საფარით მოწყობა, რომელიც რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
აქტიურ ფაზაშია თავასა-თუზის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის სამუშაოები.პროექტის ფარგლებში მოეწყობა 1 100 მეტრის რკონა-ბეტონის საფარი, ცხაურებითა და სანიაღვრე არხებით.
მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ღვანკითი-ავტობანის დამაკავშირებელ გზაზე, რომელიც რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით,სასმელი წყლის ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ახალთერჯოლაში.
პროექტის ფარგლებშიწყლის ცენტრალური რეზერვუარი, დამცლელი და მიმწოდებელი მაგისტრალები, საქლორატორო, სატუმბი სადგური და ინდივიდუალური მრიცხველები მოეწყობა, რის შემდეგაც სასმელი წყლით 630 ოჯახი ისარგებლებს.
წყლის მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ნაგარევშიც.პროექტის ფარგლებში სასმელ წყალს 80 ოჯახი მიიღებს.
აღნიშნული ინფარსტრუქტურული პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტის განვითარებას.