თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თამჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად, იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო.
თერჯოლის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა იუნკერთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები, კერძო სკოლა ,,მზეკაბანის “ მოსწავლეები, ანსამბლები ,,იმერეთი“, ,,მასპინძელო“ და ,,იმედი“ მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, ა(ა)იპების და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.