• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ალისუბანსა და ზედა საზანოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები მოინახულეს

🇬🇪🇺🇦თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ბარათაშვილმა სოფელ ალისუბანსა და ზედა საზანოში ის ოჯახები მოინახულეს, რომლებიც უკრაინიდან ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ.
🇬🇪🇺🇦ხელმძღვანელმა პირებმა ოჯახებს საკვები პროდუქტები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, მოისმინეს მათი საჭიროებები და თანადგომას დაჰპირდნენ.
🇬🇪🇺🇦უკრაინის მოქალაქეები საქართველოში ხარკოვიდან, მარიუპოლიდან, ასევე ხერსონიდან ჩამოვიდნენ და დროებით ჩვენს ქვეყანაში აპირებენ ცხოვრებას.
🇬🇪🇺🇦შეგახსენებთ, რომ ჰუმანიტარული ტვირთის პირველი ნაწილი უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებლად თერჯოლის მერიიდან უკვე გაიგზავნა და ინიციატივის ფარგლებში, პირველადი დახმარების სამედიცინო საგნების, სურსათისა და სხვა საჭირო ნივთების მობილიზება ამ დრომდე გრძელდება.
🇬🇪🇺🇦ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ, სოფელ ალისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ბადრი ბუცხრიკიძე, საზანოსა და თუზის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით გოგბერაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
🇬🇪🇺🇦მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან აღნიშნული ოჯახის მიმართ თანადგომა მანამდე გაგრძელდება, სანამ ამის საჭიროება იქნება.
#