თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, აფხაზეთის ომის გმირის -კახაბერ ბრეგვაძის მემორიალი გვირგვინით შეამკო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან, მოადგილეებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, აფხაზეთის ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, კახაბერ ბრეგვაძის სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო.
კახაბერ ბრეგვაძეს, დღეს, 54 წელი შეუსრულდებოდა.
თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიის სასულიერო პირებმა,მამა ბასილიმ და მამა გობრონმა გმირის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
მემორიალზე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, კახაბერ ბრეგვაძის ოჯახის წევრები, მეგობრები, სამხედრო პირები, გოგნის საჯარო სკოლის აღსაზრდელები იმყოფებოდნენ, რომლებმაც მისი გმირობის ისტორია გაიხსენეს.
კახაბერ ბრეგვაძე აფხაზეთის ომში 1993 წელს, 21 წლის ასაკში გმირულად დაიღუპა