• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის საახალწლო მილოცვა

გილოცავთ დამდეგ შობა - ახალ წელს!
უფლის წყალობა და შობის მადლი არ მოგკლებოდეთ თითოეულ თქვენგანს, ღიმილიანი და ბედნიერი ადამიანების წელი დამდგარიყოს!
დასასრულს უახლოვდება წარმატებებით სავსე კიდევ ერთი წელი - 2025 წელს, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, არაერთი პროექტი და პროგრამა განხორციელდა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.
მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ თერჯოლელს,ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ვინც ყოველდღიურად ზრუნავს ჩვენი მუნიციპალიტეტის წინსვლასა და განვითარებაზე!
გისურვებთ კიდევ უფრო წარმატებულ 2026 წელს, სიკეთეს, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას! ადგილობრივი თვითმმართველობა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, ძალას არ დაიშურებს ჩვენი მუნიციპალიტეტის შემდგომი განვითარებისთვის.2026 წელს გვინდა ბევრი პროექტი და დადებითი ემოცია გაჩუქოთ, მინდა ყველა სოფელი იყოს ძლიერი, თერჯოლა კი - კიდევ უფრო ლამაზი,სუფთა და კეთილმოწყობილი.
პატივისცემით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი -მანუჩარ რობაქიძე!
#