თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სპექტაკლის პრემიერას დაესწრო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზვიად ბაზაძე, ფესტივალ ,,თეატრალური იმერეთი 2026“-ის ფარგლებში, სპექტაკლის
,, განთიადამდე შეჩერებულების“ პრემიერას დაესწრო.
თერჯოლის თეატრალურმა დასმა, თანამედროვეობისთვის აქტუალურ თემაზე, მაია მარუაშვილის პიესა ,, განთიადამდე შეჩერებულები“, ტატო პატარიძის რეჟისურით წარმოადგინა.
მე-17 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი სპექტაკლი,თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის და ა(ა)იპ სახელოვნებო განათლების ცენტრის ორგანიზებით, კულტურის სახლში გაიმართა.
ღონისძიებას, მერის მოადგილე მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები- ჯემალ ისაკაძე, სერგი ჯიხვაშვილი, ფესტივალის ჟიური, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, 24 ივნისს დაიწყო და 2 ივლისს დასრულდება.
სპექტაკლის ,, განთიადამდე შეჩერებულების“ შემდეგი ჩვენება თერჯოლის კულტურის სახლის დარბაზში, 6 ივლისს,15: 00 საათზე გაიმართება .