🌳🌳თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, მანუჩარ რობაქიძის ინიციატივით გამწვანების აქცია გაიმართა.
☘️🍀აქციის ფარგლებში, რომელიც თერჯოლის შემოსასვლელში, ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო, სხვადასხვა ჯიშის 150-მდე მსხმოიარე ხე დაირგო.
🌳🌳გამწვანების აქციაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს, ასევე ა(ა)იპების თანამშრომლები ჩაერთნენ.
☘️🍀ღონისძიების მიზანია ჯანსაღი გარემოს შექმნა და შენარჩუნება, ასევე ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
🌳🌳თერჯოლის მერია, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი ღონისძიებების ჩატარებას.