• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მანუჩარ რობაქიძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

✅თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, #მანუჩარ რობაქიძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი, სამსახურებისა და განყოფილების უფროსები, ასევე ა(ა)იპების ხელმძღვანელები და ადმინისტრაციული ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

🔷თათბირზე ყურადღება გამახვილდა, მიმდინარე წელს "სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელ პროექტებზე. მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით 80-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი შეირჩა, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს უკვე წარედგინა და განხორციელება შესაბამისი ვადების დაცვით მოხდება.

🔶თათბირზე, ხელმძღვანელმა პირებმა მუნიციპალიტეტის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზეც ისაუბრა, ასევე პროექტების მიმდინარეობის პროცესიც შეაფასა და თანამშრომლებს შესაბამისი მითითებები მისცა.

🔷როგორც სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, გოდერძი თურქაძემ აღნიშნა;
🔹სოფელ სეფარეთში ბუნებრივი აირის ცენტრალურ მაგისტრალზე ოჯახების დაერთება მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება.

🔹სოფელ კვახაჭირში ცენტრალური გზის მშენებლობა დაიწყო, პროექტის ფარგლებში არმირებული ბეტონის საფარი და სანიაღვრე არხები მოეწყობა, ასევე ავტობანთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ ბარდუბანში.

🔶სამუშაო შეხვედრაზე მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მანუჩარ რობაქიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა. შეგახსენებთ, რომ მერიის სამუშაო ჯგუფის მიერ მყისიერად მოხდა ძლიერი ქარისა და უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული კერძო და ადმინისტრაციული შენობების აღდგენა. ამასთან #მანუჩარ რობაქიძემ აღნიშნა ის დიდი მხარდაჭერა და მადლობა გადაუხადა სახანძრო - სამაშველო, სასწრაფო-სამედიცინო, პოლიციის, ენერგო-პრო ჯორჯიასა და გაზმომარაგებისა სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც პირნათლად ასრულებენ სამსახურებრივი მოვალეობებს და მუდმივ მზადყოფნაში არიან.

✅სამუშაო შეხვედრაზე, ინფორმაციების მოსმენისა და შეჯამების შემდეგ, თითოეული სამსახურსა და მერის წარმომადგენელს დაევალა , მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი საჭიროებები მყისიერად მოგვარება.

#