• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მანუჩარ რობაქიძემ, მერის მოადგილესთან, მირზა ქოჩიაშვილთა ერთად მორიგი თათბირი გამართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მანუჩარ რობაქიძემ, მერის მოადგილესთან, მირზა ქოჩიაშვილთა ერთად მორიგი თათბირი გამართა.

სამუშაო შეხვედრას მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და ა(ა)იპის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

თათბირზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, თერჯოლის მერის, ლაშა გოგიაშვილის ხსოვნას.

,,ბოლო წლების განმავლობაში , რაც ჩვენ ბატონი ლაშა გოგიაშვილის ხელმძღვანელობით ვიმუშავეთ, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სხვადასხვა ფონდებიდან და პროგრამებიდან ერთობლივად შევძელით იმ მნიშვნელოვანი რესურსის მობილიზება, რაც გადაუდებლად საჭირო იყო მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გუნდი ერთად დაწყებულ ყველა საქმეს, სამომავლოდ დასახულ გეგმებს აუცილებლად შევასრულებთ და თერჯოლას განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანთ.ამასთან მინდა აღვნიშნო ის დიდი მხარდაჭერა რომელსაც საქართველოს მთავრობის , ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან ვგრძნობთ “- მანუჩარ რობაქიძე

ხელმძღვანელმა პირებმა თითოეული სოფლის პრობლემებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს, ასევე მომავალში, განსახორციელებელი აქტივობები დაგეგმეს.

თათბირზე, ასევე საუბარი შეეხებოდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს. მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს 100-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

მერის მოადგილემ, მირზა ქოჩიაშვილმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს ყველა იმ პრობლემაზე დროული რეაგირება დაავალა, რაც მოსახლეობას აწუხებს, ასევე ყურადღება გაამახვილა მუნიციპალური სამსახურებისა და სერვისების ეფექტურ მუშაობაზე.

#