• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე,იმ დაწესებულების თანამშრომლებს ესტუმრა, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ერთგულად ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილესთან მირზა ქოჩიაშვილთან, ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატთან, ელისო მურადაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან დავით გოგბერაშვილთან და ჯემალ ისაკაძესთან ერთად იმ დაწესებულების თანამშრომლებს ესტუმრა, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ერთგულად ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას.

🔶ხელმძღვანელმა პირებმა, სასაჩუქრე კალათები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლებს გადასცეს, შობა-ახალი წელი მიულოცეს და წარმატებებული საქმიანობა უსურვეს.

🔷,,განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ ის ადამიანები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ და ზრუნავენ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, სიმშვიდესა და კეთილდღეობაზე, ასევე ღირსეულად ემსახურებიან ჩვენს მუნიციპალიტეტსა და ქვეყნას.მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო და წარმატებული საქმიანობა ვუსურვო”-აღნიშნა მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მანუჩარ რობაქიძემ.

#