• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიისა და სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის ორგანიზებით სისხლის უანგარო დონაციის აქცია მოეწყო

📌თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიისა და სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის ორგანიზებით სისხლის უანგარო დონაციის აქცია მოეწყო.

🔻სისხლის უანგარო დონაციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ჩაერთვნენ, ასევე დონორობის სურვილი მოქალაქეებმაც გამოთქვეს.

🔻უანგარო დონორთა აქციაში მონაწილეობის მიზანი სისხლის ბანკისთვის სისხლის სარეზერვო მარაგისა და მისი კომპონენტების რეგულარული შევსებაა. ვირუსუსაფრთხო სისხლის კომპონენტების გადასხმა საჭირო ხდება ავტოკატასტროფების , დამწვრობის, გულის ოპერაციების, ლეიკემიის და სხვათა დროს.

🔻ამასთან, სისხლის ბანკის მიერ, მოქალაქეებს უფასოდ და კონფიდენციალურობის სრული დაცვით ჩაუტარდათ შემდეგი გამოკვლევები:
• ჰემოგლობინი;
• B და C ჰეპატიტი;
• აივ ინფექცია (შიდსი);
• სისხლის ჯგუფისა და რეზუსის დადგენა.

✔️მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის აქციის მონაწილეებს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის,რომლებიც პერიოდულად ერთვებიან აქციაში, უანგაროდ გასცემენ სისხლს და ზრუნავენ თითოეული მოქალაქის სიცოცხლის გადასარჩენად .

#