• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის, ასევე ქ.თბილისის მერიის, შ.პ.ს. სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის ორგანიზებით სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

📌თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის, ასევე ქ.თბილისის მერიის, შ.პ.ს. სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის ორგანიზებით სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.

უანგარო დონაციის აქციაში მონაწილეობის მიზანი სისხლის ბანკისთვის სისხლის სარეზერვო მარაგისა და მისი კომპონენტების რეგულარული შევსებაა. ვირუსუსაფრთხო სისხლის კომპონენტების გადასხმა საჭირო ხდება ავტოკატასტროფების , დამწვრობის, გულის ოპერაციების, ლეიკემიის და სხვათა დროს.

🔻ამასთან, მოქალაქეებ სისხლის ბანკის მიერ, უფასოდ და კონფიდენციალურობის სრული დაცვით ჩაუტარდათ შემდეგი გამოკვლევები:
• ჰემოგლობინი;
• B და C ჰეპატიტი;
• აივ ინფექცია (შიდსი);
• სისხლის ჯგუფისა და რეზუსის დადგენა.

მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის აქციის მონაწილეებს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის,რომლებიც პერიოდულად ერთვებიან აქციაში, უანგაროდ გასცემენ სისხლს და ზრუნავენ თითოეული მოქალაქის სიცოცხლის გადასარჩენად .

#