• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა

17 ივნისს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში  ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა. თათბირს მუნიციპალიტეტის მერი- მანუჩარ რობაქიძე ხელმძღვანელობდა, მოადგილეებთან- ზვიად ბაზაძესა და მირზა ქოჩიაშვილთან ერთად.

  თათბირს მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები , მუნიციპალური  ()იპ-ების ხელმძღვანელები და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებს მუნიციპალიტეტის მერმა, ორი სამსახურის ახალი უფროსი წარუდგინა. სოფიო ჩუბინიძე მერიის აუდიტის სამსახურს უხელმძღვანელებს,  მაკა ასათიანი კი განათლების,კულტურის,სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს.

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებს შეეხო.

მუნიციპალიტეტის მერმა ასევე მოისმინა ინფორმაცია მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესახებ და დაავალა შესაბამის სამსახურებს ყველა იმ საკითხის შესწავლა და მოგვარება, რომელიც ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის.მანუჩარ რობაქიძემ  მერის წარმომადგენლებს აქტიურობისკენ და მოსახლეობასთან  კომუნიკაციის ხარისხის გაზრდისკენ მოუწოდა.

შეხვედრაზე ხელმძღვანელმა პირებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს  სოციალურად დაუცველი 12 ოჯახისთვის, სახლების მშენებლობის შესახებ,ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენელთა თქმით, მშენებლობის პროცესი ყველა ლოკაციაზე  მიმდინარეობს.

თათბირზე მუნიციპალიტეტის მერმა მიიღო ინფორმაცია ძევრის რეკრეაციულ ზონამდე მისასვლელი გზის  დაგეგმილი რეაბილიტაციის შესახებ, სადაც გზის სავალ ნაწილზე არმირებული ბეტონის საფარი მოეწყობა.

  თათბირზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი სტიქიის შესახებაც ისაუბრეს, რა დროსაც   სეტყვამ და უხვმა ნალექმა  დააზარალა მოსახლეობა , დააზიანა გზები და  რამდენიმე სახლის სახურავი. როგორც თერჯოლის მერმა აღნიშნა   სოფლის დაზიანებული გზები და სახურავები მუნიციპალიტეტის ძალებით  რეაბილიტირდება.

 

#