• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

   19 ივლისს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს  მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს.

  მრჩეველთა საბჭო გაეცნო მდგრადი განვითარების მიზნების თერჯოლის  მუნიციპალურ დოკუმენტს, რომელიც მუნიციპალიტეტის მერთან -მანუჩარ რობაქიძესთან და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან  ერთად განიხილეს.

  შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა , მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების  4 წლის გაწეული სამუშაო ანგარიში. მრჩეველთა საბჭოს წევრებმა პრეზენტაციის საშუალებით მოისმინეს  განყოფილების  მუშაობის   2020 წლიდან- მიმდინარე  2024 წლამდე განხორციელებული ყველა მნიშვნელოვანი აქტივობა, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში არსებულ ყველაზე მოწყვლადი ბავშვიანი ოჯახების  მოძიებას, მათ მონაცემთა შეგროვებას,დაუცველობის ფაქტორების დადგენას,ჯანდაცვის სპეციალისტის ჩართულობით ასეთი ტიპის ოჯახების შესწავლას და დახმარების გაწევას.

  მიმდინარე წლებში,  ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებამ სხვადასხვა სახის დახმარება გაუწია სულ   55 ოჯახს, ასევე 159 არასრულწლოვანს , ხოლო თერჯოლის მერის ინიციატივით და მერიის კომისიის გადაწყვეტილებით ,თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოქმედი ,, სახლდაზიანების პროგრამის ,, ფარგლებში , საცხოვრებელი სახლი აუშენა ,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მცხოვრებ  7 სოციალურად დაუცველ ოჯახს.

   მრჩეველთა საბჭოს წევრებს, მუნიციპალიტეტის მერმა , ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების ორი ახალი სპეციალისტი,  იურისტი: შალვა გოგოლაშვილი  და ინსპექტორი: გვანცა ხურციძე წარმოუდგინა.

   მჩეველთა საბჭოს სხდომაზე, სხვადასხვა საკითხებთან ერთად  გაჟღერდა თერჯოლის საზაფხულო , ახალგაზრდული ბანაკის გახსნის შესახებ , რომელიც ახალგაზრდებს საშუალებს მისცემს , დროის გარკვეულ მონაკვეთში დაკავდნენ მრავალფეროვანი  კულტურული-გასართობი, შემეცნებითი  და  სპორტული აქტივობებით.

 

#